ორთოპედიული მატრასი Classic Duo

ორთოპედიული მატრასი Classic Duo

ორთოპედიული მატრასი Classic Duo

ცალმხრივი ორთოპედიული მატრასი „კლასიკ დუო”

„კლასიკ დუო” წარმოადგენს უახლეს ჰიბრიდულ სისტემას, სადაც ზედა ლეიბი ეკვრის ცალკე მდგომ, კარკასულ კონსტრუქციას. ეს დიზაინი ქმნის დამატებით დაცვის ბარიერს იმ საწოლებისთვის, რომლებსაც არ აქვთ გარშემო ხის ჩარჩო და სადაც მატრასი პირდაპირ საწოლის ზედაპირზე თავსდება.

ასეთი კონსტრუქცია თავიდან იცილებს ზედმეტ ზეწოლას მატრასის შუაგულზე, ხოლო გვერდები დაცულია დეფორმაციისგან. სწორედ ამიტომ „კლასიკ დუო” არის ცალმხრივი – ზედა ლეიბი წარმოადგენს წამყვან მხარეს, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და გამძლეობას.

ეს მოდელი განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც ეძებს ხანგრძლივ გამძლეობას, სტაბილურ მხარდაჭერას და თანამედროვე დიზაინს ერთ პროდუქტში. პრემიუმ მასალების გამოყენება და ორთოპედიული სტრუქტურა უზრუნველყოფს სხეულის სწორ პოზიციას მთელი ღამის განმავლობაში.

ძირითადი უპირატესობები:

  • დამატებითი დაცვის ბარიერი გვერდების დეფორმაციის წინააღმდეგ
  • ცალკე მდგომი კარკასული სისტემა უკეთესი სტაბილურობისთვის
  • ცალმხრივი, წამყვანი ლეიბით
  • ჰიბრიდული კომფორტი და ორთოპედიული მხარდაჭერა
  • გამძლე და პრემიუმ ხარისხის ქსოვილები

მატრასის შემადგენლობა

  • ზედაპირის ქსოვილი: ტრიკოტაჟი (ჩაკერილია 2 სმ სოფტის ღრუბელი)
  • სოფტის ღრუბელი – 3 სმ
  • ბამბის ქეჩა – 3 სმ
  • ღრუბელი – 2 სმ
  • ქეჩა
  • შეფუთული ზამბარა – 18 სმ
  • ორმაგი ქეჩა
  • ცალმხრივი ორთოპედიული მატრასი
  • ზედაპირის ქსოვილი: ტრიკოტაჟი (ღრუბელი 0,07 სმ, სინტეფონი 60გრ, უქსოვადი მასალა 40გრ)

სიმაღლე: 28 სმ

წონის შეზღუდვა: 130–140 კგ-მდე 1 ადამიანი

 მატრასის სწორი მოხმარება

  • მატრასი უნდა განთავსდეს სწორ, მყარ ზედაპირზე — არასასურველია დაზიანებული ფიცრები ან გაუთანაბრებელი ბაზა.
  • რეკომენდებულია მატრასის გადაბრუნება (ზემოდან ქვემოთ და შიგნიდან გარეთ) ყოველ 2–3 თვეში ერთხელ, რათა გახანგრძლივდეს ექსპლუატაციის ვადა.
  • არ გამოიყენოთ მატრასი ზედმეტად ტენიან ან სველ გარემოში — ტენიანობა აზიანებს შიგთავსს.
  • დაიცავით მატრასი დამცავით რათა თავიდან აიცილოთ ჭუჭყი და მტვერი.
  • არ იაროთ ან არ იხრუნაოთ მატრასზე — ეს აზიანებს ზამბარების სისტემას.
  • ქიმიური წმენდა არ არის რეკომენდირებული. გაწმენდისთვის გამოიყენეთ მშრალი ან ოდნავ ნესტიანი ქსოვილი.

✔️ სწორად გამოყენების შემთხვევაში, თქვენი მატრასი შეგიქმნით კომფორტულ ძილს და უფრო დიდხანს შეინარჩუნებს პირვანდელ ფორმას.

დაწერეთ თქვენი შეფასება

შენიშვნა: HTML ნათარგმნი არ არის!
    ცუდი           კარგი

შეიყვანე დამცავი კოდი
  • Views: 33124
  • პროდუქტის კოდი: ორთოპედიული მატრასი Classic Duo
  • ხელმისაწვდომობა: გაყიდვაშია
0 Product(s) Sold

ხელმისაწვდომი პარამეტრები

ტეგები: ორთოპედიული მატრასი Classic Duo